ავტორიზაცია

სერია A-ს კიდევ ერთ კლუბს შესაძლოა ქულები დააკლონ

სერია A-ს კიდევ ერთ კლუბს შესაძლოა ქულები დააკლონ
თარიღი 02 Feb 2023, 18:48
ცოტა ხნის წინ "იუვენტუსს" ფინანსური თაღლითობისთვის 15 ქულა ჩამოართვეს. უახლოეს მომავალში სერია A-ს კიდევ ერთმა კლუბმა შეიძლება დაკარგოს ქულები.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "სამპდორიას" ფეხბურთელებისა და პერსონალის ხელფასი 2022 წლის ბოლო კვარტალში არ გადაუხდია. 

გენუურ კლუბს 11 მილიონი ევროს გადახდა სჭირდება. თუ ამას 16 თებერვლამდე არ გააკეთებენ, მაშინ გუნდს ქულები ჩამოაკლდება.

ამ დროისთვის "სამპდორია" სერია A-ში 9  ქულით ბოლო ადგილს იკავებს. ამრიგად, გუნდის ისედაც რთული მდგომარეობა შეიძლება მკვეთრად გაუარესდეს.