ავტორიზაცია

სერია A-ს ორი ტოპ გუნდი რასპადორის ტრანსფერით ინტერესდება

სერია A-ს ორი ტოპ გუნდი რასპადორის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 24 მარ 2024, 16:03
"ნაპოლის" ფორვარდი ჯაკომო რასპადორი იტალიის ჩემპიონატის ორი ტოპ-კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა. 

როგორც Gazzetta dello Sport იუწყება, 24 წლის ფეხბურთელისთვის მილანის "ინტერი" და ტურინის "იუვენტუსი" იბრძოლებენ. 

ტრანსფერის პოტენციური თანხა 35 მილიონ ევროდ არის შეფასებული. 

მიმდინარე სეზონში ჯაკომომ ნეაპოლური გუნდის შემადგენლობაში 29 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. 

რასპადორსა და "ნაპოლის" შორის მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.