ავტორიზაცია

"შენი ტკივილი ჩვენი ტკივილია", - მანჩესტერმა, რეალმა, სპორტინგმა და პორტუგალიამ რონალდუს მხარი დაუჭირეს

"შენი ტკივილი ჩვენი ტკივილია", - მანჩესტერმა, რეალმა, სპორტინგმა და პორტუგალიამ რონალდუს მხარი დაუჭირეს
თარიღი 19 Apr 2022, 21:00

მადრიდის "რეალმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს სამძიმარი გამოუცხადეს.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა დაადასტურა, რომ მან და ჯორჯინა როდრიგესმა ახალშობილი შვილი დაკარგეს. მისი ტყუპისცალი გოგონა ცოცხალია.

"შენი ტკივილი ჩვენი ტკივილია, კრიშტიანუ. შენ და შენს ოჯახს სიყვარულს და სიძლიერეს გისურვებთ", - წერია "ემიუს" განცხადებაში.

გარდა ამისა, 37 წლის ფეხბურთელს ყოფილმა კლუბებმაც დაუჭირეს მხარი.

"რეალ მადრიდი", კლუბის პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იმ ორი შვილიდან ერთ-ერთის გარდაცვალებას, რომელსაც რონალდუ და ჯორჯინა ელოდებოდნენ. "სამეფო კლუბი" იზიარებს ოჯახის ამ ტკივილს და მთელ სითბოს უგზავნის", - იუწყება "ბლანკოსი".

"გამაგრდი, რონალდუ! "სპორტინგის" მთელი ოჯახი შენთანაა", - წერს კრიშტიანუს პირველი კლუბი, ლისაბონის "სპორტინგი" სოციალურ ქსელში.

"ღმერთმა გამძლეობა მოგცეს, კაპიტანო!", - ნათქვამია პორტუგალიის ნაკრების განცხადებაში.