შესანიშნავი თამაში დაუფასდა - გიორგი მიქაუტაძე ბელგიაში გამოარჩიეს

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ბელგიური იუპილერ ლიგის მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
საუკეთესო თერთმეტეული voetbalkrant.com-მა შეადგინა, მიქაუტაძე ტურის გამორჩეული მოთამაშე იყო ზულტე-ვარეგემის კარში შესრულებული ჰეთ-თრიქით.
აღნიშნული გამოცემის მიერ შედგენილი სიმბოლური გუნდის გარდა, მე-10 რაუნდში გიორგი მიქაუტაძე Fantasy League-ს მოთამაშებისთვის, ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი იყო. მან 17 ქულა მოიპოვა.
გიორგი მიქაუტაძე სერენს იჯარის წესით სექტემბრის დასაწყისში ფრანგული მეციდან შეუერთდა. ბელგიურ გუნდში 20 წლის ფორვარდმა 5-ჯერ ითამაშა და 7 გოლი გაიტანა.