ავტორიზაცია

შუა თამაშის დროს 38 სიცხე მისცა - რა მოუვიდა ოქრიაშვილს ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ?

შუა თამაშის დროს 38 სიცხე მისცა - რა მოუვიდა ოქრიაშვილს ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ?
თარიღი 14 Sep 2021, 00:07

კვიპროსის ჩემპიონატის მე-2 ტურში ნიქოზიის დერბიში აპოელი ოლიმპიაკოსთან 0-1 დამარცხდა.

მატჩის 30-ე წუთზე აპოელს თორნიკე ოქრიაშვილის იძულებით შეცვლა მოუხდა. თავდაპირველად, ყველას ეგონა, რომ ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, თუმცა მატჩის შემდეგ GOAL.GE საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ესაუბრა და შევიტყვეთ, რომ საქმე სულ სხვაგვარადაა.

29 წლის ნახევარმცველი მატჩის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა და როცა შეცვალეს ტემპერატურა 38 გრადუსზე მაღალი ჰქონდა. ოქრიაშვილი ხვალ კორონავირუსის ტესტს გაიკეთებს.

თორნიკე ოქრიაშვილი ნიქოზიის აპოელს მიმდინარე წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ამ კლუბის მაისურით ჯერ მხოლოდ 2 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.