"სიტუაციას ვაკვირდებით, ძალიან მაგარი იქნებოდა", - კორინთიანსის პრეზიდენტს რონალდუს ტრანსფერის იმედი აქვს
ბრაზილიური „კორინთიანსის“ პრეზიდენტმა, დუილიო მონტეირო ალვესმა კრიშტიანუ რონალდუსადმი ინტერესი გამოხატა.
„დიახ, მე კვლავაც მსხვილად ვოცნებობ. ეს ხომ „კორინთიანსია“! რა, ვილიანი და რენატო აუგუსტო ვერ დავიმატეთ?
ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. მე იძულებული ვარ, „კორინთიანსის“ სასიკეთოდ გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია.
შესაძლებელია თუ არა ასეთი ტრანსფერი? არ ვიცი. ჯერჯერობით მისი გაფორმება არ გვიცდია, არც ვარიანტები განგვიხილავს, მაგრამ სიტუაციას ვაკვირდებით>
წარმოიდგინეთ, რა კარგი იქნებოდა, მას რომ ბრაზილიაში მოუნდეს თამაში.“ - აღნიშნა „კორინთიანსის“ მეთაურმა ერთ-ერთი გადაცემის ეთერში.