ავტორიზაცია

Sky Sport-ი კვარაცხელიას შესახებ: "საინტერესო, მაგრამ ძვირი ფეხბურთელი"

Sky Sport-ი კვარაცხელიას შესახებ: "საინტერესო, მაგრამ ძვირი ფეხბურთელი"
თარიღი 20 ივლ 2021, 14:46

ყაზანის "რუბინის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას მიუნხენგლადბახის "ბორუსიაში" შესაძლო ტრანსფერი Sky Sport Germany-მაც დაადასტურა.

ცნობილმა ჟურნალისტმა, მაქს ბილეფელდმა "პრუსიელების" პოტენციური ახალწვეულის ტრანსფერი დაახასიათა როგორც "საინტერესო, მაგრამ ძვირი".

გერმანელმა ინსაიდერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სანამ "სამფეროვნები" არ გაყიდიან თავის რომელიმე ლიდერს, ქართველის ტრანსფერი არ შედგება.

Sky Sport Germany-ს ჟურნალისტის ვარაუდით, "მიუნხენგლადბახი" რუსულ გუნდს დაახლოებით 20 მილიონ ევროს შესთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ "ბორუსიას" ინტერესის შესახებ ცოტა ხნის წინ Fussballtransfers-მაც დაწერა, ასევე რუსულმა პრესამაც.

"წითელ-მწვანეების" ვინგერის გარდა, "პრუსიელების" სატრანსფერო სიაში არის "ბრესტის" ნახევარმცველი, რომან ფავრი.

რას წერს გერმანული პრესა გლადბახის ინტერესზე კვარაცხელიას მიმართ?