ავტორიზაცია

სლოვაკი ფეხბურთელი: "ხვიჩა მოსკოვის ლოკომოტივის საუკეთესო პროდუქტია"

სლოვაკი ფეხბურთელი: "ხვიჩა მოსკოვის ლოკომოტივის საუკეთესო პროდუქტია"
თარიღი 15 თებ 2023, 18:56
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა ფეხბურთელმა იან დურიცამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. 

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია მოსკოვის "ლოკომოტივის" მაისურს 2019 წელს ირგებდა, სადაც 10 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

„ხედავთ ხვიჩას ნაპოლიში თამაშისას? ეს არის ლოკომოტივის საუკეთესო პროდუქტი! - განაცხადა სლოვაკმა მცველმა.

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით 23 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ქართველმა გარემარბმა 11 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.