ავტორიზაცია

მადრიდის რეალს კვარაცხელიას ფასის დასაწევად ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვა სურს

მადრიდის რეალს კვარაცხელიას ფასის დასაწევად ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვა სურს
თარიღი 15 თებ 2023, 16:28
ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" შესანიშნავ სეზონს ატარებს. 22 წლის ფეხბურთელი მადრიდის "რეალის" ინტერესთა სფეროში მოექცა.

Calciomercatoweb-ის ცნობით, მადრიდის "რეალი" კვარაცხელიას ფასის შემცირებას გეგმავს. ამისთვის "ბლანკოსს" სურს ამ გარიგებაში ბრაჰიმ დიასის გამოყენება.

დიასი ამჟამად "მილანში" იჯარით თამაშობს. "როსონერის" შეუძლია ფეხბურთელის ყიდვა, მაგრამ მადრიდის "რეალს" აქვს უკან დაბრუნების უფლება.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა 11 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.