რუსი ფეხბურთელი: "ხვიჩა საკლუბო დონეზე კარგია, მაგრამ სულაც არ არის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრები რომელიმე ტურნირზე მოხვდება"
რუსეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა იგორ კოლივანოვმა განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგების შანსი არ აქვს.
გამოცემა Goal-მა ოქროს ბურთის პრეტენდენტების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველ ადგილზეა არგენტინელი ლიონელ მესია 22 წლის ქართველი გარემარბი, რომელიც "ნაპოლიში" თამაშობს, მერვე ადგილზეა.
გამოცემა Goal-მა ოქროს ბურთის პრეტენდენტების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველ ადგილზეა არგენტინელი ლიონელ მესია 22 წლის ქართველი გარემარბი, რომელიც "ნაპოლიში" თამაშობს, მერვე ადგილზეა.
"კვარაცხელიამ ნაპოლიში მართლაც ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის შორსაა იმათგან, ვინც სამეულშია.
მესიმ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, ამიტომ არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, თუ ვინ გახდება საუკეთესო ფეხბურთელი.
ხვიჩამ შეიძლება ოდესმე ოქროს ბურთი მოიგოს? ნაკლებად სავარაუდოა. ის კარგად თამაშობს საკლუბო დონეზე, მაგრამ სულაც არ არის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრები რომელიმე ტურნირზე მოხვდება. ნაკრებში თამაში ამ პრიზის მოსაგებად ძალიან მნიშვნელოვანია.
კარგი, თუ ის ბარსელონაში გადავა და გუნდი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, მაშინ შესაძლოა. მაგრამ ფაქტი არ არის, რომ ის იქ წავა“, - განაცხადა კოლივანოვმა.