ავტორიზაცია

თავდამსხმელს, რომელმაც პაბლო მარი დაჭრა, 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თავდამსხმელს, რომელმაც პაბლო მარი დაჭრა, 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თარიღი 20 Sep 2023, 11:36
გასულ შემოდგომაზე საფეხბურთო საზოგადოება შოკში ჩავარდა, როდესაც ლონდონის "არსენალის" მოთამაშე პაბლო მარი რომელიც იმ დროს "მონცაში" თამაშობდა დაჭრეს. 

ის ფსიქიურად დაავადებული პირის მოულოდნელი თავდასხმის დროს ცივი იარაღით დაჭრეს - დაშავდა კიდევ ოთხი გამვლელი, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა.

ახლა კი ცნობილი გახდა სასამართლოს განაჩენი - 30 ათასი ევრო გარდაცვლილის მამისთვის და 15 ათასი ევრო თითოეული დაჭრილისთვის, ასევე თავდამსხმელს ცხრამეტი წლითა და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამის შესახებ იტალიური საინფორმაციო სააგენტო ITASportPress-ი იტყობინება.