ავტორიზაცია

თბილისის საბურთალოს ომარ თეთრაძე გაწვრთნის

თბილისის საბურთალოს ომარ თეთრაძე გაწვრთნის
თარიღი 30 დეკ 2022, 22:12
53 წლის სპეციალისტი, ომარ თეთრაძე თბილისის “საბურთალოს” გაწვრთნის. კლუბსა და ახალ მწვრთნელს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.

რაც შეეხება თემურ შალამბერიძეს, რომელიც ბოლოს დედაქალაქურ “საბურთალოს” წვრთნიდა, იგი რჩება კლუბში და აგრძელებს მუშაობას ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე.

თეთრაძე ცნობილ კლუბებშიც უთამაშია, როგორებიცაა: იტალიური “რომა”, ბერძნული “პაოკი” და მოსკოვის “დინამო”. თეთრაძე არის 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე, ხოლო სამწვრთნელო კარიერის სხვადასხვა დროს, მას “ტობოლში”, “ჟეტისუში”, “ანჟიში”, “ხიმკიში” და “ნიჟნი ნოვგოროდში” უმუშავია.

თეთრაძეს რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში კი სამი მატჩი აქვს ჩატარებული.

Fcsaburtalo.ge