ავტორიზაცია

ტომას ტუხელის ინგლისის შედეგი 2026 წლის მუნდიალზე — სუპერკომპიუტერის პროგნოზი

ტომას ტუხელის ინგლისის შედეგი 2026 წლის მუნდიალზე — სუპერკომპიუტერის პროგნოზი
თარიღი 18 Oct 2024, 13:19
ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტომას ტუხელი დაინიშნა და კონტრაქტის მიხედვით გუნდს 2026 წლის მუნდიალის ჩათვლით უხელმძღვანელებს.

ანალიტიკოსებმა, სუპერკომპიუტერის დახმარებით სიმულაციები ჩაატარეს და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე "სამი ლომის" შედეგები იწინასწარმეტყველეს, რომელსაც 1966 წლის შემდეგ ტიტული არ მოუგია.

სუპერკომპიუტერის გამოთვლებით, ინგლისის ნაკრები 2026 წლის მუნდიალზე ასპარეზობას მესამე ადგილზე დაასრულებს — უფრო მეტიც, ტუხელის გუნდი 1/2 ფინალში ესპანეთთან დამარცხდება, ხოლო ბრინჯაოს ფინალში ურუგვაის მოუგებს.