ავტორიზაცია

ტრიმელმა ავსტრიის ფეხბურთის ახალი რეკორდი დაამყარა

ტრიმელმა ავსტრიის ფეხბურთის ახალი რეკორდი დაამყარა
თარიღი 25 Oct 2023, 11:20
ბერლინის "უნიონი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის საშინაო მატჩში "ნაპოლის" დაუპირისპირდა.

გერმანული კლუბის ავსტრიელი მცველისთვის კრისტოფელ ტრიმელისთვის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირზე, ეს სადებიუტო მატჩი გახლდათ. 

მან ავსტრიულ ფეხბურთელთა შორის ახალი რეკორდი დაამყარა: მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე 36 წლის 242 დღის ასაკში შედგა. ტრიმელმა 1996 წელს მოხსნა მაიკლ კონზელის რეკორდი, რომელსაც დებიუტი ვენის "რაპიდის" რიგებში 34 წლის და 189 დღის ასაკში ჰქონდა.