"ცხოვრება კარგად მიდის", - კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთიდან წასვლა გამორიცხა

კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთიდან შესაძლო წასვლაზე საუბარს წერტილი დაუსვა.
მას შემდეგ, რაც „ნიუკასლმა“ ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა გაინაღდა, პრესაში გახშირდა საუბრები, რომ რონალდუ შესაძლოა ინგლისურ გუნდში იჯარით გადავიდეს. თუმცა, პორტუგალიელი აღმოსავლურ გუნდში აპირებს დარჩენას.
„აქ ძალიან ბედნიერი ვარ - დარჩენა მინდა და აუცილებლად დავრჩები კიდეც.
ცხოვრება კარგად მიდის, ლიგაც კარგია. დიდ ფეხბურთელებს ამ ლიგაში სიამოვნებით მივიღებთ. თუ ეს მართლაც მოხდება, ჩემპიონატი გაუმჯობესდება.“, - აღნიშნა პორტუგალიელმა.
ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ რონალდუს შემდეგ, მეორე ფეხბურთელი, რომელიც საუდის არაბეთს მიაშურებს, კარიმ ბენზემა იქნება.