ავტორიზაცია

უკვე ოფიციალურად: დუგლას კოშტა სამშობლოში დაბრუნდა

უკვე ოფიციალურად: დუგლას კოშტა სამშობლოში დაბრუნდა
თარიღი 22 May 2021, 11:05

ტურინის "იუვენტუსმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის შემტევმა, დუგლას კოშტამ განათხოვრების წესით სამშობლოს მიაშურა.

ბრაზილიელი ვინგერი იჯარით მომავალი სეზონის ბოლომდე ითამაშებს "გრემიოში" და ცნობისთვის, "ბებერი ქალბატონი" ამ გარიგების სანაცვლოდ თანხას არ მიიღებს.

შეგახსენებთ, "ბიანკონერის" საკუთრებაში მყოფი გარემარბი მიმდინარე სეზონში განათხოვრების წესით ვიხილეთ აგრეთვე სხვა გუნდში: მიუნხენის "ბაიერნში".

სამხრეთ ამერიკელი ფლანგელი ევროპაში თამაშობდა 2010 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 401 შეხვედრაში 63 გოლი გაიტანა.

"იუვენტუსისა" და "რეკორდმაიტერის" გარდა, 30-წლის შემტევი ძველ კონტინენტზე დონეცკის "შახტარშიც" თამაშობდა.

ბუფონი: "პირლო იუვენტუსისთვის იდეალური მწვრთნელია"

იუვენტუსი ზაფხულში დუგლას კოშტას გაყიდის