ავტორიზაცია

ვალენსია მამარდაშვილისთვის კიდევ ერთი კონკურენტის მოყვანას გეგმავს

ვალენსია მამარდაშვილისთვის კიდევ ერთი კონკურენტის მოყვანას გეგმავს
თარიღი 19 Aug 2021, 11:46

Sabah Spor-ის ცნობით, "ვალენსია" დაინტერესებულია "ტრაბზონსპორის" მეკარით, უგურჯან ჩაკირით. თურქები თავიანთ გოლკიპერს აფასებენ 17 მილიონ ევროდ, რაც "ღამურებისთვის" პრობლემაა.

საქმე ისაა, რომ "ლოს ჩე" განიხილავს ზღვისპირელთა აღზრდილის განათხოვრების წესით აყვანას და უკვე შემდეგ, მის სრულფასოვნად გამოსყიდვას. ისმის კითხვა: სჭირდება თუ არა "მურსელაგოსს" "ლურჯ-წითლების" 1-იანი საერთოდ?

შეგახსენებთ, რომ "მესტალიელთა" განკარგულებაში არის ერთბაშად ოთხი კარის დარაჯი - გიორგი მამარდაშვილი, იასპერ სილესენი, ხაუმე დომენეკი და კრისტიან რივერო.

ხოსე ბორდალასის გუნდის კარი ერთი შეხედვით ისედაც გადატვირთულია, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის. სილესენმა ტრავმა მოიშუშა ახლა და ის არ არის ფორმაში, დომენეკი გაურკვეველი პერიოდით ლაზარეთშია, რივერო კი საერთოდ არ განიხილება ძირითადის მეკარედ.

რჩება მხოლოდ მამარდაშვილი, რომელსაც ოსმალი მეკარის სახით როგორ ჩანს მალე ახალი კონკურენტი გამოუჩნდება. ესპანური პრესა კი წერს, რომ 25-წლის კიპერის გადმოსვლის შემთხვევაში, "ვალენსიას" ნიდერლანდელი კარის დარაჯი დატოვებს.