ვარანმა შესაძლოა ზაფხულში რეალიდან წასვლა მოითხოვოს - კლუბმა მის შემცვლელად სამი ვარიატნი უკვე შეარჩია
მადრიდის „რეალის“ მცველმა, რაფაელ ვარანმა, ზაფხულში შესაძლოა გუნდი დატოვოს.
AS წერს, რომ მადრიდულ კლუბში ასეთი სიტუაციისთვის დიდი ხანია ემზადებიან. „რეალმა“ იცოდა, რომ ფრანგმა შესაძლოა ზაფხულში გაშვება მოითხოვოს.
ამ მიზეზით, „რეალი“ სხვადასხვა ცენტრალურ მცველებს დაუკავშირდა. კლუბი ვარანის შემცვლელს ეძებდა და არა სერხიო რამოსს, რომელსაც ჯერ თვითონაც არ გაუფორმებია ახალი ხელშეკრულება.
ვარანის წასვლის შემთხვევაში, რომელსაც კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, „რეალს“ სამი ვარიანტი აქვს: დავიდ ალაბა, რომელმაც „ბაიერნიდან“ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა უკვე დაადასტურა, „ვილიარეალის“ მცველი პაუ ტორესი და „სევილიელი“ ჟულ კუნდე.
„რეალმა“ ავსტრიელს შემოთავაზებით უკვე მიმართა. როგორც ცნობილია, მისი ტრანსფერის გაჩარხვას გუნდი ვარანის სიტუაციისგან განურჩევლად შეეძლება. უშუალოდ კუნდეს და ტორესს კი მადრიდელები იმ შემთხვევაში მიუბრუნდებიან, თუ ფრანგი გუნდს დატოვებს.
იხილეთ ასევე: