ავტორიზაცია

ვატო არველაძის სახელი დაუკავშირეს ჰალ სიტის, თუმცა ის შესაძლოა თურქეთის პირველ ლიგაში აღმოჩნდეს

ვატო არველაძის სახელი დაუკავშირეს ჰალ სიტის, თუმცა ის შესაძლოა თურქეთის პირველ ლიგაში აღმოჩნდეს
თარიღი 13 Jan 2022, 11:35

შოთა არველაძის "ჰალ სიტიში" შესაძლო დანიშნვის შემდეგ, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ის ინგლისში თან წაიყვანდა თავის ძმისშვილსაც, "ფატიჰ კარაგუმრუკის" თავდამსხმელ, ვატო არველაძესაც.

ვებგვერდი Ege Haber Sahası კი ამტკიცებს, რომ ქართველი თავდამსხმელი შეიძლება გადავიდეს არა "ვეფხვებში", არამედ თურქეთის ჩემპიონატის პირველი ლიგის ბინადარ "მენემენსპორში".

იზმირულმა კლუბმა უკვე გამართა მოლაპარაკება როგორც სტამბოლელებთან, ისე პერსონალურად მათ ფორვარდთანაც. 23-წლის შემტევის ტრანსფერის პარალელურად, თურქული კლუბი მუშაობს სატრანსფერო ბანის მოხსნაზეც.

"ლურჯ-ყვითლებს" ამისთვის 160 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ. "ფატიჰის" 24-ე ნომერი კი შესაძლოა საერთოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს "მენემენსპორში".

არველაძე "კარაგუმრუკში" თამაშობს 2020 წლის სექტემბრიდან და ამ დროის განმავლობაში მან 22 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა. ვატომ ერთი ბურთის გატანა საქართველოს ნაკრებშიც მოასწრო.

"ორივე რონალდო, ანრი, რაული, არველაძე", - რუსეთის ნაკრების ექს-მცველმა ყველაზე უხერხული მეტოქეები დაასახელა