ავტორიზაცია

VIDEO: 2 მოპოვებული პენალტი და გამარჯვება - კაჭარავას კარგი მატჩი კვიპროსში

თარიღი 14 დეკ 2021, 19:50

კვიპროსის ჩემპიონატის მე-13 ტურში ანორთოსისმა ვერმოგებათა 3-მატჩიანი სერია შეწყვიტა და დოქსას 2-0 მოუგო.

შეუცვლელად ითამაშა ფამაგუსტელთა შემადგენლობაში გიორგი ლორიამ, სასტარტო შემადგენლობაში იყო ნიკა კაჭარავაც, რომელსაც საკმაოდ კარგი მატჩი ჰქონდა გუნდისთვის. 27 წლის ფორვარდმა დოქსას წინააღმდეგ ორჯერ მოიპოვა პენალტი, ანორთოსისმა მხოლოდ ერთხელ გამოიყენა.

13 ტურის შემდეგ ანორთოსისს 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

ნიკა კაჭარავას სტატისტიკა მიმდინარე სეზონში შემდეგნაირია: 12 მატჩი, 1 გოლი და 3 საგოლე პასი.