ავტორიზაცია

VIDEO: 36-წლის წინ ინგლისურ ფეხბურთში - ხანძარი სტადიონზე, 56 გარდაცვლილი, 250 დაშავებული

თარიღი 11 May 2021, 22:20

1985 წლის 11 მაისს გამართული შეხვედრა "ბრედფორდსა" და "ლინკოლნ სიტის" შორის უნდა ყოფილიყო ინგლისის მესამე ლიგის რიგითი მატჩი, მაგრამ მოედანზე მომხდარი სამწუხარო მოვლენები ისტორიაში სამუდამოდ შევიდა.

სტადიონზე გაჩნდა ხანძარი, გულშემატკივრებმა კი ტერიტორიის დროულად დატოვება ვერ მოახერხეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა 56 ადამიანი, 250 კი დაშავდა.

ხანძრის გაჩენის მიზეზად ოფიციალურად სახელდება სიგარეტის ღერი, რომელიც ერთ-ერთმა ქომაგმა სკამებს შორის ჩააგდო.

ოფიციალურად: პრემიერ ლიგის მატჩებზე მაყურებლები ბრუნდებიან - რამდენი ქომაგი იქნება დაშვებული სტადიონებზე?

პირველი მარცხი პრემიერ ლიგაში ჟოზეს გარეშე! მარსელო ბიელსამ ტოტენჰემს მოუგო