ავტორიზაცია

[VIDEO] დუბლი 6 წუთში: ყაზაიშვილმა სანაკრებო მატჩების წინ კორეაში გაიბრწყინა!

თარიღი 25 Aug 2021, 15:41

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 27-ე ტურში სეული საკუთარ მოედანზე ულსან ჰიუნდაისთან 0-2 მარცხდება.

აღნიშნულ შეხვედრაში ორივე გოლი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა, რომელსაც ამისთვის 6 წუთი დასჭირდა: 27-ე და 33-ე წუთებზე შეარხია მეტოქის კარის ბადე.

შეგახსენებთ, რომ ვაკო ყაზაიშვილი სექტემბრის სანაკრებო მატჩებისთვის ვილი სანიოლის სიაშია და იგი ფრანგი სპეციალისტის განკარგულებაში ნაკრებში პირველად იქნება.