VIDEO: "გამაგრდი, მიყვარხარ", - სონის მხარდაჭერა ერიქსენს, გატანილი გოლის შემდეგ
„ტოტენჰემის“ და სამხრეთ კორეას შემტევმა, სონ ჰეუნ მინმა, ლივანის კარში გატანილი გოლი ექს-თანაგუნდელს, კრისტიან ერიქსენს მიუძღვნა, რომელიც გუშინ მოედანზე გულის წასვლის გამო დაეცა.
პენალტის შესრულების შემდეგ, სონმა კამერასთან მიირბინა, თითებით ერიქსენის ნომერი (23) გამოაჩინა და თქვა: „გამაგრდი! მიყვარხარ“.
ერიქსენი და სონი ერთად „ტოტენჰემში“ ასპარეზობდნენ, საიდანაც დანიელი შემდეგ „ტოტენჰემში“ გადავიდა.