[VIDEO] გოლი და ასისტი გვილიას გუნდთან - ზივზივაძემ ფეჰერვარში გაიბრწყინა
სანაკრებო პაუზის პერიოდში პოლონური რაკუვი და უნგრული ფეჰერვარი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 5-2 დასრულდა.
ამხანაგურ შეხვედრაში ორივე გუნდის შემადგენლობაში ითამაშეს ქართველმა ფეხბურთელებმა. რაკუვში არაოფიციალური დებიუტი ჰქონდა ვაკო გვილიას, რომელიც გუნდს 3 დღის წინ შეუერთდა, ხოლო ფეჰერვარის მაისურით ბუდუ ზივზივაძემ ითამაშა და გაიბრწყინა კიდევაც, მისი გუნდისგან განსხვავებით.
ბუდუმ ფეჰერვარის ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა. მე-20 წუთზე თანაგუნდელს გაატანინა, ხოლო 41-ე წუთზე თავად გაიტანა.