VIDEO: გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა! ბერიძის დუბლი უნგრეთის თასზე
უნგრეთის თასის 1/16 ფინალურ ეტაპზე ბუდაფოკი საკუთარ მოედანზე უიპეშტთან 1-2 დამარცხდა.
აღნიშნული მატჩის გმირი უიპეშტის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ბერიძე იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა 46-ე და 88-ე წუთებზე გატანილი გოლით და გუნდი 1/8 ფინალში გაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში უნგრეთის თასი სწორედ უიპეშტმა მოიგო, სადაც ფინალში ბუდუ ზივზივაძის ფეჰერვარს მოუგეს.
მიმდინარე სეზონში გიორგი ბერიძის აქტივში 10 მატჩი, 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.