VIDEO: იქ, სადაც იწყებდნენ რობენი, სუარესი და ვირჯილი, ზლატანის სტილის გოლი გავიდა - შედევრი გრონინგენიდან
"გრონინგენი" - "ალკმაარის" შეხვედრაში მაყურებელმა იხილა წლის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი. სირილ ნგონგის ქუსლით დარტყმა ე.წ. მორიელის სტილში იმ გუნდის მაისურით, რომელშიც დიდ ფეხბურთში მოვიდნენ არიენ რობენი, ლუის სუარესი (ევროპაში) და ვირჯილ ვან დეიკი.