VIDEO: იტალიელ იბრაჰიმოვიჩად წოდებული ნოუნეიმი, რომელიც სეზონის აღმოჩენა გახდა - ვინ არის ლორენცო ლუკა?
ლორენცო ლუკა - სერია ბ-ს ბინადარ "პიზას" თავდამსხმელი, რომელიც წლევანდელი ევროპული სეზონის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად იქცა. იტალიელის სახელს უკვე უკავშირებენ "იუვეს", "ინტერსა" და "მილანს".
"შავ-ლურჯების" თავდამსხმელის მატჩების სანახავად დადის თვით იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი. 21-წლის შემტევმა წელს უკვე მოასწრო 8 მატჩში 6 გოლის გატანა.
გასულ სეზონში კი "პალერმოს" შემადგენლობაში ტოსკანელთა ცხრიანმა 27 შეხვედრაში 13 ბურთის შეგდება მოახერხა. უკეთ გავიცნოთ ლუკა, რომელსაც ზლატან იბრაჰიმოვიჩს ადარებენ.