VIDEO: მე-9 გოლი სეზონში - გიორგი ბერიძემ უნგრეთში დუბლი გაიფორმა
უნგრეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში უიპეშტმა პაქსი საკუთარ მოედანზე 4-3 დაამარცხა.
მე-7 წუთზე ანგარიში 24 წლის ნახევარმცველმა გიორგი ბერიძემ გაათანაბრა, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა. ქართველი შემტევი 82-ე წუთზე შეცვალეს.
მიმდინარე სეზონში გიორგი ბერიძემ უიპეშტის მაისურით 15-ჯერ ითამაშა, 9 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
16 ტურის შემდეგ უიპეშტს 17 ქულა აქვს და ცხრილში მე-9 პოზიციაზეა.