VIDEO: სიგიჟე და "მკვდარი ბურთები" - ლორიას ფანტასტიკური მატჩი ომონიასთან
კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩში ქვეყნის ჩემპიონი ომონია ანორთოსისთან 0-1 დამარცხდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 37-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ გაიტანა. ფეხბურთელისთვის 2020 წლის დეკემბერში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ ეს პირველი გოლი იყო. კაჭარავა 64-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მისი სეხნია ნიკა ნინუა სკამზე იჯდა.
ანორთოსისმა კაჭარავას გოლით მოიგო, თუმცა აღნიშნულ შეხვედრაში ლომის წილი 3 ქულის მოპოვებაში ფამაგუსტელთა ქართველ მეკარე გიორგი ლორიას მიუძღვის, რომელმაც ნიქოზიელთა წინააღმდეგ 5 სეივი განახორციელა, აქედან კი რამდენიმე ურთულესი იყო.
ანორთოსისმა მიმდინარე სეზონი მძიმედ დაიწყო, თუმცა აღნიშნული მოგების შემდეგ გუნდს 9 ქულა გაუხდა და ცხრილში მე-6 პოზიციაზეა.