ავტორიზაცია

VIDEO: ვინ იყო საბერძნეთში მოთამაშე საუკეთესო ქართველი თავად ბერძნების აზრით?

თარიღი 30 მარ 2021, 11:16

ბერძნულმა გამოცემა Contra-მ დაასახელა ის ქართველი ფეხბურთელები, რომლებსაც უთამაშიათ საბერძნეთში და მათ შორის საუკეთესო დაასახელა.

პორტალმა პირველ ადგილზე გაიყვანა თემურ ქეცბაია, რომელიც 1994-1997 წლებში იცავდა ათენის "აეკის" ღირსებას, "ნიუკასლში" გადასვლამდე.

ქართველმა თავდამსხმელმა ბერძნულ გუნდში ჩაატარა 99 შეხვედრა და გაიტანა 26 გოლი. რაც შეეხება "მგლების" ფორვარდის მონაგარს:

ორი საბერძნეთის თასი და საბერძნეთის სუპერთასი. ბერძნულმა გამოცემამ აგრეთვე გამოარჩია სხვა ქართველი ფეხბურთელებიც:

ლევან ცქიტიშვილი, დავით კვირკველია, ლევან მაღრაძე, ლევან ქებაძე, გიორგი მერებაშვილი, გიორგი ლორია, ბაჩანა არაბული, ნიკა ნინუა, გიორგი რეხვიაშვილი, ლაშა შერგელაშვილი.

აქვე დავამატებთ, ქეცბაია საბერძნეთში მოგვიანებით დაბრუნდა როგორც მწვრთნელი, ის პირეოსის "ოლიმპიკოსსა" და ისევ და ისევ ათენის "აეკს" ხელმძღვანელობდა.

ასევე იხილეთ:

VIDEO: სოციალურ ქსელში იმართება "ქეცბაიას თასი", მონაწილეობენ ბატისტუტა, ტოტი, ბეილი, ობამეიანგი

ანორთოსისის ვიცე-პრეზიდენტისა და ერთ-ერთი ქომაგის შესაძლო მიმოწერა - რას წერენ ისინი ქეცბაიას შესახებ?