ავტორიზაცია

VIDEO: წარუმატებელი მცდელობა - ვაკო ყაზაიშვილმა კორეაში პენალტი გააფუჭა

თარიღი 26 Feb 2022, 15:00

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-2 ტურში "სეონნამი" "ულსან ჰიუნდაისთან" 0-2 დამარცხდა.

აღნიშნულ მატჩში 56-ე წუთზე სეზონის პირველი გოლის შანსი ულსანის ქართველ ნახევარმცველს ვაკო ყაზაიშვილს ჰქონდა, რომელმაც პენალტი ვერ გაიტანა, მას მეკარემ აჯობა.

გასულ სეზონში ულსან ჰიუნდაის მაისურით ვაკო ყაზაიშვილმა 44-ჯერ ითამაშა, 14 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.