ავტორიზაცია

ვინ დასახელდა უნგრეთი - პორტუგალიის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად?

ვინ დასახელდა უნგრეთი - პორტუგალიის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად?
თარიღი 15 ივნ 2021, 23:06

ევრო 2020-ს ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში პორტუგალიამ უნგრეთს 8 წუთში 3 გოლი გაუტანა და 3:0 გაანადგურა.

ამ შეხვედრაში ევროპის მოქმედი ჩემპიონები მეტოქის გატეხვას 84 წუთის მანძილზე ვერ ახერხებდნენ და ამის გაკეთება მხოლოდ რიკოშეტით მოახერხეს. თუმცა, შემდეგ ავანს-სცენაზე კრიშტიანუ რონალდუ გავიდა, რომელმაც დუბლი მიითვალა და უნგრეთს ყველანაირი იმედი გადაუწურა.

როგორც თამაშის შემდეგ გაირკვა, რონალდუ განვლილი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა და „მატჩის ვარკსკვლავის“ ჯილდოც დაისაკუთრა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ რონალდუსთვის ეს ევროპის ჩემპიონატებზე მე-11 გოლი იყო და ის ამ ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. აქამდე, ეს წოდება მიშელ პლატინის ეკუთვნოდა.


 

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - რონალდუს დუბლი, პორტუგალიამ უნგრეთი მატჩის მიწურულს გაანადგურა

რეკორდების მანქანა - რონალდუ ევროპის ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა!