ავტორიზაცია

ვინ გაწვრთნის ნაპოლის? - დე ლაურენტისმა ახალი კანდიდატი შეარჩია

ვინ გაწვრთნის ნაპოლის? - დე ლაურენტისმა ახალი კანდიდატი შეარჩია
თარიღი 17 მაი 2024, 14:00
"ატალანტას" მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი შესაძლოა სხვა იტალიურ კლუბს ჩაუდგეს სათავეში, ამის შესახებ ინსაიდერი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება. 

ჟურნალისტის თქმით, სპეციალისტი "ნაპოლის" ინტერესთა არეალშია. 

ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გასპერინისთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკება დაიწყო. 

მწვრთნელის მოქმედი კონტრაქტი ბერგამასკებთან 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. 

იტალიის ჩემპიონატის 36 ტურის შედეგების მიხედვით, "ნაპოლის" 51 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილს იკავებს.