"ვოლკოვი აზერბაიჯანის ჩემპიონატის 3 საუკეთესო ფეხბურთელს შორის არის", - რუსი მწვრთნელი

"კრასნოდარის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მურად მუსაევმა, რომელიც ამჟამად "საბაჰში" მუშაობს, "ზირას" თავდამსხმელს, დავით ვოლკოვს აზერბაიჯანის ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე უწოდა:
"კარგ სეზონს ატარებს მახმუდოვი ნეფთჩიში, რომელიც სპარტაკიდან გემახსოვრებათ. აგრეთვე გამოირჩევა ზუბირი ყარაბაღიდან, ასევევ ზირას თავდამსხმელი, ვოლკოვი.
ზოგადად, ლიმიტის გამო, ეთნიკური აზერბაიჯანელების უცხოეთიდან დაბრუნებისა და მათთვის სპორტული მოქალაქეობის მინიჭების ტენდენცია შეინიშნება", - განაცხადა რუსმა.
შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ქართველი ფორვარდის სახელს უკავშირებდნენ თბილისის "დინამოს", თუმცა ფეხბურთელი ბაქოში დარჩა.