წიტაიშვილი თავისი ტრავმის სიმძიმეზე: "ფეხში ხრახნი უნდა ჩამისვან"
კიევის "დინამოს" შემტევმა, გიორგი წიტაიშვილმა თავისი ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ქართველმა ვინგერმა ფეხის თითი მოიტეხა.
"ვერ დაგისახელებთ დაბრუნების თარიღს, რადგან თითოეული ფეხბურთელის რეაბილიტაციის პროცესი ინდივიდუალურია.
როგორც ვიცი, ფეხში საჭიროა ხრახნის ჩადგმა, იმისთვის, რომ ძვალი დაჭერილი იყოს", - განაცხადა უკრაინული გუნდის გარემარბმა.
შეგახსენებთ, 20-წლის ფლანგელი არის "თეთრ-ლურჯების" საკუთრება, ტრავმის მიღების მომენტში კი ის განათხოვრებით პოლტავის "ვორსკლაში" თამაშობდა.
აქვე დავამატებთ, წიტაიშვილი დაბრუნდება "დინამოში" და მისი გამოჯანმრთელების პროცესი სწორედ ამ კლუბის მეთვალყურეობით ჩაივლის.
წიტაიშვილმა ფეხი მოიტეხა და მოედანს მინიმუმ ორი თვით ჩამოშორდა
"საქართველოს ნაკრებში თამაშით, წიტაიშვილი კარიერას დაინგრევს", - უკრაინული პრესა