"დინამომ" დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"დინამომ" დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უმაღლესი ლიგის მე-5 ტურის მატჩი "დინამო არენაზე", სადაც ადგილობრივმა "დინამომ" დამაჯერებელი ანგარიშით "ზუგდიდი" დაამარცხა. მატჩის დასაწყისში ვახტანგ ჭანტურიშვილის შორეული გასროლა ჯომიდავას კარს მცირე მანძილით აცდა. მე-19 წუთზე, ოთარ კიტაიშვილის ჩაწოდებულ კუთხურს გიორგი გველესიანმა გოლით უპასუხა. 25-ე წუთზე, "დინამოელების" გათამაშებული კუთხური ლაშა პარუნაშვილს მიუვიდა, რომელმაც ტექნიკური მოძრაობით 1 ზუგდიდელი ჩამოიცილა, შემდეგ ბურთი კარში გაგზავნა და მისი ულამაზესი დარტყმა ხარიხას მოხვდა. 32-ე წუთზე, საჯარიმოს გარედან ბაჩანა არაბულმა ბურთი კარში გაგზავნა, თუმცა ვახტანგ ჯომიდავამ დარტყმული კუთხურზე მოიგერია. 47-ე წუთზე, გიორგი თევზაძის საჯარიმო დარტყმა ზუგდიდელთა კარს მცირედით აცდა. 56-ე წუთზე, გიორგი თევზაძემ აქტიურობის ხარჯზე მეტოქის საჯარიმოში პასის გაკეთება შეძლო, რითიც გიორგი ქვილითაიამ ისარგებლა და სხვაობა ორამდე გაზარდა. ზუგდიდელებმა კარში პირველად 62-ე წუთზე დაარტყეს. დიმიტრი თუთბერიძის დარტყმული გიორგი ბეგაშვილმა ხელებში გაამკლავა. ზუსტად ამ მომენტიდან, მასპინძლებმა კონტრ-შეტევა განახორციელეს, მეგრელთა საჯარიმოში ჭანტურიშვილმა გიორგი ქვილითაიას გადაცემა გაუკეთა, ხოლო ტანმაღალ ფორვარდს დუბლის გაფორმება არ გასჭირვებია. 71-ე წუთზე, "ზუგდიდმა" ანგარიში შეამცირა. გოლი დედაქალაქელთა კარში ცოტნე სამუშიამ გაიტანა. 85-ე წუთზე, შორიდან ალექსანდრე იაშვილმაც გაისროლა, თუმცა ჯომიდავამ ნახტომში ბურთი კუთხურზე გადააგდო.

"დინამო" 3-1 "ზუგდიდი"

გოლი: გველესიანი '19, ქვილითაია '56; ''63 - სამუშია '71

"დინამო": ბეგაშვილი, კაკაბაძე, ჭელიძე, გველესიანი, თევზაძე, ცინცაძე(ჯიღაური '65), პარუნაშვილი, არაბული(ჯანელიძე '62), კიტეიშვილი(იაშვილი '58), ჭანტურიშვილი, ქვილითაია.

მთ.მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

"ზუგდიდი": ჯომიდავა, თიბილაშვილი(ნარმანია '67), გავაშელიშვილი, მალანია, ჯავაშვილი, ქანთარია, ტყემალაძე(მალანია '63), ქირია(თუთბერიძე '57), წყაროზია, სამუშია, ბულია.

მთ.მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები