მესის ტრავმას "ბარსელონას" ფეხბურთელები გამოეხმაურნენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მესის ტრავმას "ბარსელონას" ფეხბურთელები გამოეხმაურნენ


"ბარსელონასა" და "ლას-პალმასს" შორის გამართულ შეხვედრაში, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა, ტრავმა მიიღო არგენტინელმა ფორვარდმა, ლეო მესიმ. როგორც მატჩის შემდეგ გაირკვა, მესი თამაშს, დაახლოებით, 7-8 კვირა ვერ შეძლებს. რა თქმა უნდა, ამას "ბარსელონას" ფეხბურთელები გამოეხმაურნენ. ისინი მესის მალე დაბრუნებას უსურვებენ. ლუის სუარესი: "მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ და მოხარული ვარ, რომ ამაში წვლილი მეც შევიტანე. მალე დაბრუნდი ლეო!" მარკ ბარტრა: "მნიშვნელოვანი გამარჯვება კამპ ნოუზე. მაგრამ ცუდია, რომ მესიმ ტრავმა მიიღო. დარწმუნებული ვარ, უფრო ძლიერი დაბრუნდები. გაუმარჯოს ბარსას." ნეიმარი: "დიდებული გამარჯვება! იმედია, ლეო მალე დაგვიბრუნდება." ივან რაკიტიჩი: "სამწუხაროა, რომ მესიმ ტრავმა მიიღო. მალე დაბრუნდები ლეო!"  

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები