"ერთადერთი, რასაც ფულით ვერ იყიდი, არის ცხოვრება! ეს ჩემი ბოლო შანსია" - როჟერიო სენი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ერთადერთი, რასაც ფულით ვერ იყიდი, არის ცხოვრება! ეს ჩემი ბოლო შანსია" - როჟერიო სენი


ინტერნეტსივრცეში ადრე გავრცელდა ვიდეო მასალა, სადაც "სან პაულოს" ლეგენდარული ბრაზილიელი გოლკიპერი და კაპიტანი, როჟერიო სენი, რომელსაც არაერთი გოლი აქვს გატანილი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, თავის თანაგუნდელებს მატჩის წინ ამხნევებს. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ გულგრილი არავინ დარჩება - არც სხვა რომელიმე პროფესიის მქონე ადამიანი და, მით უმეტეს - სპორტსმენი! ამ სიტყვების ნახვის შემდეგ შეიძლება ბევრმა თქვენგანმა იტიროს: "73-74 დღეში ჩემი კარიერა დასრულდება. ალბათ, მოედანზე 17-ჯერ გასვლა დამრჩა მხოლოდ. ძალიან მინდა მწყობრში ვიყო და კიდევ შევძლო თამაში, ან დროში დავბრუნდე უკან და ბევრჯერ ვითამაშო კიდევ. ასაკთან ერთად ერთი რამე ვისწავლეთ - ფულით ბევრი რამის ყიდვა შეიძლება. ერთადერთი რამ, რასაც ფულით ვერ იყიდი არის ცხოვრება. შანსი არაა... ასე თუ გავაგრძელებთ, გამოვა, რომ ცხოვრებას ვხარჯავთ. უკან ვერ დავიბრუნებთ, ვერ ვიყიდით. ამ დროის აღდგენა არ შეგვიძლია. ეს სწორედ ის დროა, რომელსაც დავხარჯავთ და ვერ დავიბრუნებთ! ამიტომ, იქ რომ გავალთ, ჩვენი საქმე კარგად უნდა გავაკეთოთ (საფეხბურთო მინდორი იგულისხმა - ავტორი) რადგან დასასრული ყოველთვის მოვა- ზოგიერთი ჩვენგანისთვის გვიან, ზოგისთვის კი - ადრე. იქ ფული არ არის. შეგიძლია კარგი სახლი იყიდო, კარგი მანქანა, სათამაშოები ბავშვებისთვის... მაგრამ დროს ვერ იყიდი, ვერ დააბრუნებ. ამას ახლა თუ ვერა, მაშინ მიხვდებით, როცა გაიზრდებით, დაბერდებით. ახლა გაიგეთ, იქ რომ გახვალთ, თქვენი ცხოვრების 90 წუთს ხარჯავთ და ამ წუთების უკან დაბრუნება შეუძლებელია. შანსი არაა, რომ დაიბრუნოთ, რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეთ. მოდით, გავიდეთ და ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ, ყველაფერი გავაკეთოთ რაც შეგვიძლია!!! ზოგჯერ გგონიათ, რომ ცხოვრება ნელა გადის? - არა, ასე არაა! ეს ჩემი ბოლო შანსია, გავხდე ჩემპიონი! მჯერა, რომ თქვენ კიდევ უამრავი შანსი გექნებათ ამისთვის, მაგრამ ეს ჩემი უკანასკნელი შესაძლებლობაა და ვეცდები, საუკეთესო თვისებები გამოვავლინო და თქვენ ახლა შეგიძლიათ დაიწყოთ... სწორედ ახლა... იყავით საუკეთესოები! რადგან ცხოვრება წლიდან წლამდე შენდება. ასე რომ, იცოდეთ, ახლა თქვენი ცხოვრების ყველაზე ძვირფას დროს ატარებთ - ყველაზე მაგარ დროს თქვენს ცხოვრებაში და პროფესიონალურ კარიერაში! მოდით, ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია! ყველამ ერთად! ინდივიდუალურად და გუნდურად, კარგი?! მიდით, მიდით!!! " - აი, ასე გაამხნევა ღირსეულმა კაპიტანმა, როჟერიო სენიმ თანაგუნდელები. შემდეგ დაიწყეს ლოცვა... "ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის" - იყო ბოლო შეძახილი მოედანზე გასვლის წინ. იხილეთ ვიდეო:
Sao Paulo 3 x 0 VascoPreleção // Huddle (Subtitles) #SPFCtvSão Paulo FC 3 x 0 VascoCopa do Brasil | MorumbiÍNTEGRA: http://bit.ly/SPFC3x0Vasco#EquipeRC01 Posted by Rogério Ceni on 2015 წლის 26 სექტემბერი, შაბათი
აღსანიშნავია, რომ ეს ვიდეო აშშ-ში მოღვაწე ქართველ ფეხბურთელს, ზურაბ ცისკარიძეს აქვს გაზიარებული სოციალურ ქსელში.   roger ეს ის ცისკარიძეა, რამდენიმე თვის წინ ამერიკაში სუპერ გოლი რომ გაიტანა და მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ზურაბმა ვიდეოს კომენტარიც გაუკეთა: "ლეგენდის, როჟერიო სენის დაუჯერებელი სიტყვები მატჩის წინ. ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელმა უნდა მოუსმინოს ამას და გაითვალისწინოს". თვითონ, ზურაბ ცისკარიძე, რომელმაც სამწუხაროდ ქართული ენა არ იცის, როჟერიო სენის შეგონებას იზიარებს და ცხოვრობს ისე, როგორც პროფესიონალ ფეხბურთელს შეეფერება. ის "სან ანტონიო სკორპიონსის" ღირსებას იცავს და ყოველდღიურად, თავდაუზოგავად ვარჯიშობს.

მომზადებულია, სპეციალურად GOAL.GE -სთვის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები