კაკაბაძე: "ყველაფერს გავაკეთებ ჩემი შანსის გამოსაყენებლად" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კაკაბაძე: "ყველაფერს გავაკეთებ ჩემი შანსის გამოსაყენებლად"


კაკაბაძე:
ევროპაში სანაკრებო პაუზა იწყება. თამაშს საქართველოს ნაკრებიც გამართავს, 8 ოქტომბერს, გიბრალტარის წინააღმდეგ. "ჯვაროსნების" მწვრთნელმა, კახაბერ ცხადაძემ პირველი ეროვნულ გუნდში ოთარ კაკაბაძე გამოიძახა. GOAL.GE-მ ახალგაზრდა მცველი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერა. - პირველ რიგში, გილოცავ ნაკრებში კიდევ ერთხელ გამოძახებას. რა გრძნობა იყო მოწვევა კახა ცხადაძისგან, შოტლანდიასთან და ირლანდიასთან მატჩისთვის, ხოლო ახლა, გიბრალტართან და გერმანიასთან შეხვედრისთვის? - დიდ მადლობა. ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ნაკრებში გამოძახება. ყველა ფეხბურთელის მიზანია, ამისთვის იბრძვიან სწორედ, რომ ეროვნულ გუნდში ადგილი დაიმკვიდრონ. თუ მომეცა თამაშის საშუალება, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შანსი მაქსიმალურად გამოვიყენო. - რამდენიმე დღის წინ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნა. როგორია ამჟამად შენი მდგომარეობა და როგორ ემზადები მოახლებული სანაკრებო მატჩისთვის? - რამდენიმე დღე დიდი სიცხეები მქონდა. სწორედ ამიტომ გამოვტოვე ბათუმის "დინამოსთან" მატჩი, ახლა დავიწყე ვარჯიში და იმედია, ხელს არ შემიშლის ეს ნაკრების თამაშებში. - გიბრალტარი ის ნაკრებია, რომლის წინააღმდეგაც ბევრ ახალგაზრდას მიეცემა შანსი. ქართველი გულშემატკივარი კი ეროვნული გუნდის ფორმით ყველაზე მეტად შენ გელის. - მწვრთნელის გადაწყვეტილების შესახებ არ ვიცი, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ სერიოზულად ვემზადები და ყველაფერს გავაკეთებ ჩემი შანსის გამოსაყენებლად. - 7 ოქტომბერს, ახალგაზრდულ ნაკრებს ესპანეთთან უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს. - სახლში ვთამაშობთ, ჩვენ ყოველთვის მოსაგებად გავდიოდით, ყველასთან. დარწმუნებული ვარ, ბიჭების შემთხვევაშიც ასე იქნება. სამწუხაროდ, გუნდს ვერ დავეხმარები და წარმატებები მინდა ვუსურვო.

სპეციალურად GOAL.GE-სთვის, საბა საპანაძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები