ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებმა საქართველო 5:2 დაამარცხა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებმა საქართველო 5:2 დაამარცხა


დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ესპანეთის 21-წლამდე ნაკრებს უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 5:2 დასრულდა. ელ ჰადადიმ მე-2 წუთზე დააწინაურა ახალგაზრდა ესპანელები. ზუსტად 2 წუთში კი მათე ცინცაძემ შორეული ჯარიმა შეასრულა ბრწყინვალედ და წონასწორობა აღადგინა. მე-60 წუთზე ალექსანდრე ჩივაძის გუნდი 2:1 იგებდა შეხვედრას. შეცვლაზე შემოსულმა საბა ლობჟანიძემ ულამაზესი შორეული დარტყმა გაიტანა. სამწუხაროდ, სტუმრებმა შემდეგ ერთი მეორის მიყოლებით დაბომბეს ბექა ქურდაძის კარი. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ "საბურთალოს" გოლკიპერმა კარგად იასპარეზა. რამდენიმე ეპიზოდში ქურდაძემ 100 %-იანი საგოლე მომენტი ჩაუშალა ესპანელებს. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ჯგუფში, ჩვენს გუნდს 3 შეხვედრიდან 1 მოგებული აქვს, 2 კი - წაგებული. საქართველო 2:5 ესპანეთი გოლები: ცინცაძე, 4, ლობჟანიძე, 60 - ელ ჰადადი, 2, 73, ასენსიო, 62, მაიორალი, 67, სებალიოსი, 90. საქართველო: ქურდაძე, გეგეჭკორი, დვალი, უბილავა, ცინცაძე, აბურჯანია, შენგელია(ლობჟანიძე, 55), კიტეიშვილი(გოროზია, 70), ფანცულაია(ერისთავი,80), ცნობილაძე, გოშთელიანი. ესპანეთი: არიზაბალაგა, ხავი მანკილიო, დუარტე, ვალეხო, მერე, საულ ნიგეზი, დეულოფეუ(ხოსე როდრიგესი, 85), ოლივერ ტორესი, მუნირ ელ ჰადადი( სებალიოსი, 77), ასენხო, კასტილეხო(მაიორალი, 61). გაფრთხილება: აბურჯანია, 64, ცინცაძე, 79.   VIDEO: ლობჟანიძის ულამაზესი გოლი ესპანეთის კარში VIDEO: ცინცაძემ ესპანეთს ჯარიმა 35 მეტრიდან გაუტანა აქვე გაგაცნობთ ჩვენი ქვეჯგუფის სატურნირო მდგომარეობას: ესპანეთი: 2 თამაში - 6 ქულა ხორვატია: 2თამაში - 6 ქულა შვედეთი: 1 თამაში - 3 ქულა საქართველო: 3 თამაში - 3 ქულა ესტონეთი: 3 თამაში - 1 ქულა სან მარინო: 3 თამაში - 1 ქულა
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები