გაიცანით: ყველაზე ლამაზი ქართველი სპორტული ჟურნალისტი გოგო! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გაიცანით: ყველაზე ლამაზი ქართველი სპორტული ჟურნალისტი გოგო!


საფეხბურთო საიტი GOAL.GE თავის მკითხველს პერიოდულად ანებივრებს არასტანდარტული და საინტერესო სტატიებით. ამჯერად, გვინდა გაგაცნოთ ულამაზესი ქართველი სპორტული ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ეთუნა ინწკირველი. დიდი ხანი არ არის, რაც ეთუნა სპორტში მოღვაწეობს, თუმცა კარგად აუღო ალღო ამ საქმეს და ერთ-ერთ წამყვან ჟურნალისტად ჩამოყალიბდა. ის სპორტულ ტელევიზია TVS-ში, ახლა კი უკვე TV პირველში მუშაობს. ეთუნა არის სწორედ ის ადამიანი, რომელიც თავის კოლეგებთან ერთად ანგრევს ცრუ შეხედულებას, თითქოს გოგონებს სპორტის არაფერი გაეგებათ... გთავაზობთ მცირე ინტერვიუს და რამდენიმე ფოტოს, რის შემდეგაც დარწმუნდებით, რომ ამ გოგოს მართლაც კარგად ესმის სპორტი. ასევე დარწმუნდებით, რომ არა ჟურნალისტი (მართალია, თვითონ არ ამბობს მაგრამ...) იქნებოდა წარმატებული ფოტო მოდელი. etuna6 როგორ მოხვედი აქამდე? რა გზა განვლე? თავიდან მუშაობა დავიწყე გაზეთ Georgian Times-ში - კულტურაზე ვწერდი... ჩემი შემდეგი მოღვაწეობა კერძო და საჯარო სამსახურებით შემოიფარგლებოდა. ტელევიზიაში პირველად ვარ. ჩემთვის ახალი და საინტერესო გამოწვევა. ძალიან მომწონს.. თან სპეციფიკური განხრა აქვს ჩვენს ტელევიზიას. ძირითადი აქცენტი სპორტზეა. თანდათან უფრო შემიყვარდა ეს საქმე. სპორტის სხვადასხვა სახეობას გავეცანი... პროფესიაც უფრო შემიყვარდა და სპორტიც. ჟურნალისტობაზე ბავშვობიდან ფიქრობდი? კი, ვოცნებობდი და მართლა ამიხდა. მე მჯერა, რომ ოცნებები ხდება. ძალიან დიდი გზა გავიარე, აქამდე რომ მოვსულიყავი, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. Untitled-1 შენი საყვარელი სპორტის სახეობა რომელია? ექსტრემალური სპორტი მომწონს. ვგიჟდები, სადაც ადრენალინია! ისე კი, ჩვენი სპორტსმენების დიდი გულშემატკივარი ვარ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სახეობა იქნება. გულგრილად ვერ ვუყურებ ფეხბურთს, რაგბს, კალათბურთს. ჩემს გულშემატკივრობას კიდევ უფრო ემატება აზრი, თუ სტადიონზე ვარ და იქიდან ვუყურებ თამაშს. GOAL.GE საფეხბურთო საიტია, ამიტომ ფეხბურთზე გკითხავ... გყავს გამორჩეული გუნდი ან ფეხბურთელი? ფრენკ ლამპარდი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია, გუნდი კი - "ჩელსი". ქართველი ფეხბურთელებიდან ჯაბა კანკავა მომწონს, თან ჩემი საყვარელი ციფრი არიას 7 და ის სწორედ ამ ნომრით თამაშობს. ჯაბა კანკავამ გერმანიას გოლი რომ გაუტანა, ამაზე მთელი საქართველო ლაპარაკობს... უხ, მაგარი გოლი იყო! იმედის მომცემი გოლი! მგონია, რომ ქართული ფეხბურთი თავის სიტყვას კიდევ იტყვის! შემდეგ, ეთუნამ თემა თვითონ გააგრძელა: "ფეხბურთის თამაშიც მიყვარს!" 2 რამდენად ხშირად ახერხებ და რა პოზიციაზე გიყვარს თამაში? თავდასხმის პოზიცია კარგად გამომდის. ქართველ მორაგბეებზე რა შეგიძლია მითხრა? მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩს ვუყურე და ვუგულშემატკივრე ქართველ ბიჭებს. ტელევიზიაში ჟურნალისტებმა ჩვენი მორაგბეების მხარდასაჭერი ვიდეო რგოლიც ჩავწერეთ. რომ არა ჟურნალისტი, რა პროფესიას აირჩევდი? ალბათ, მაინც ჟურნალისტი ვიქნებოდი. ძალიან მომწონს ეს საქმე. ჩემი ოცნება იყო. ძალიან მომწონს ეს პროფესია, რადგან შენ ხარ მედიატორი თემასა და მაყურებელს შორის და შენ აწვდი ამ ყველაფერს. გიყურებს ათასობით ადამიანი... გისმენს და შენით აღიქვამს კარგს და ცუდს. ვალდებული ხარ, ყველა ინდივიდს გასაგებად მოუყვე ინფორმაცია. ესეც ერთგვარი სპორტია... აზარტია! 3 ქართველ ლეგენდარულ ფეხბურთელებზე რას გვეტყვი? მესხი, ჩივაძე, ყიფიანი... და არა მარტო... ამ ადამიანებმა შექმნეს ქართული ფეხბურთი. დარწმუნებული ვარ, წლები გავა და დღევანდელი ფეხბურთელები იქნებიან ლეგენდები. მე მჯერა, რომ ქართული ფეხბურთი კიდევ იტყვის თავის სათქმელს. საქართველო სპორტული ქვეყანაა, უბრალოდ ამ ყველაფერს შესაბამისი ყურადღება სჭირდება: დაფასება, პირობების შექმნა. წარმატება ახალ თაობაშია. ვფიქრობ, მხოლოდ სახელმწიფოს მხარდაჭერა არ არის გადამწყვეტი. ვწუხვარ, რომ ქართველები მოვიკოჭლებთ გულშემატკივრობაში. სპორტსმენმა ყოველ წამს უნდა იგრძნობს მხარდაჭერა, დაინახოს გავსებული დარბაზები თუ სტადიონები... მოპოვებულ წარმატებაში დიდი წვლილი სწორედ გულშემატკივრებს მიუძღვით. იხილეთ ვიდეო: http://upload.goal.ge/tvs%20jurnalist.mp4 რას ეტყოდით GOAL.GE-ს მკითხველს? არც თუ ისე მარტივია, იყო სპორტული ჟურნალისტი. საქართველოში სპორტულ ჟურნალისტ გოგოს ცოტა ცინიკურად აღიქვამენ, დაახლოებით იმ დონეზე, "მესი საყვარელი გუნდი რომ ჰგონიათ". თუ სპორტი არ გიყვარს, ვერ გახდები სპორტული ჟურნალისტი. მე მესმოდა ეს თემა, პრაქტიკიდან გამომდინარე კი ბევრი რამ ვისწავლე და გავიგე. პირველ რიგში, გულშემატკივარი ვარ. მომწონს ეს ამპლუაც. გულგრილი ვერასდროს ვუყურებ მატჩებს. ხანდახან წარმოვიდგენ, მე რომ კალათბურთს ვთამაშობდე, როგორ ჩავაგდებდი 3-ქულიანს, ან ფეხბურთში როგორ მოვატყუებდი ერთს, მეორეს და როგორ გავიტანდი გოლს! თქვენს მკითხველს ვუსურვებ მეტ სასიამოვნო თემებს. ქართველი სპორტსმენების წარმატებას. ყველას მოვუწოდებ, იცხოვრონ სპორტით და იყვნენ კარგი გულშემატკივრები. საქართველოში დღესდღეობით არ ვართ უხვი სპორტული თემებით განებივრებულები. მიხარია, რომ ჩვენი არხი დიდ ყურადღებას უთმობს სპორტს. მიხარია, რომ ამ კარგი გუნდის წევრი ვარ. etu1

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები