რობენი დაბრუნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რობენი დაბრუნდა


რობენი დაბრუნდა
"მიუნხენის ბაიერნისა" და ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელმა ისაუბრა თავის დაბრუნებაზე. რობენი ტრამვის გამო ვერ თამაშობდა, იგი დაბრუნდა "კიოლნთან" მატჩში და გოლის გატანაც მოახერხა. 31 წლის ჰოლანდიელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა: "ძალიან ბედნიერი ვარ დაბრუნებით. კარგი თამაში გამოვიდა. ბევრი ვიშრომე ამ მატჩში მონაწილეობის მისაღებად, ვცდილობდი, მალე მომეშუშებინა დაზიანება და აღმედგინა ფორმა. ამდენი ხნის შემდეგ როცა გადიხარ მოედანზე და გაგაქვს გოლი, უდიდესი სტიმულია, გააგრძელო მუშაობა და გახდე უკეთესი მოთამაშე". "როცა უყურებ გუნდის თამაშს ტრიბუნებიდან და ვერ ეხმარები მას, ძალიან რთულია". რობენისთვის "თხებთან" თამაში პირველია ბოლო 7 თვის მანძილზე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები