ჯორდონ აიბი: "ახალ მწვრთნელთან ყველაფერი ახლებურადაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჯორდონ აიბი: "ახალ მწვრთნელთან ყველაფერი ახლებურადაა"


ჯორდონ აიბი:
"ლივერპულის" ნახევარმცველმა, ჯორდონ აიბმა კომენტარი გააკეთა იურგენ კლოპის ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობაზე. "ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ახალმა მწვრთნელმა გვითხრა, არის ის, რომ უნდა გავხდეთ გუნდი, რომელმაც 0:2 წაგების შემთხვევაშიც იცის, რომ საკმარისი დრო აქვს ასათამაშებლად. ეს შეიძლება მატჩის ბოლო 10 წუთშიც მოხდეს, უბრალოდ, ასეთი მენტალობა უნდა მოვიპოვოთ. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, მოდით, გავიტანოთ 2 გოლი და შემდეგ მესამეზე გადავიდეთ! კარგია, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" 0:1 ანგარიშის შემდეგ "ჩელსისთან" თამაშში დაბრუნება შევძელით, ეს ძალიან რთულია. ახალ მწვრთნელთან ყველაფერი ახლებურადაა. თავს სხვა ფეხბურთელად ვგრძნობ, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული - უნდა გავაგრძელო თამაშის გაუმჯობესება და სწავლა. მთელი გუნდი ახლებურად გრძნობს თავს, თავს შესანიშნავად გვრძნობ" , - თქვა აიბმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები