ვინ გახდება მსოფლიოში საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვინ გახდება მსოფლიოში საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი?


FIFA-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაასახელა იმ 40 მოთამაშის სახელები და გვარები, რომლებიც წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებენ. შეგასენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ჯილდოსთვის იბრძვიან მოთამაშეები, რომელთა ასაკიც 21-ს არ აჭარბებს. გასულ სეზონში "მანჩესტერ სიტის" ინგლისელმა ვინგერმა, რაჰიმ სტერლინგმა მოიგო აღნიშნული პრიზი. გასულ წელს რაჰიმი მერსისაიდულ "ლივერპულში" თამაშობდა და ბრწყივნალე სეზონიც ჩაატარა. ამჯერად, მსოფლიოში საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის პრემიერ-ლიგიდან 13 მოთამაშეა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლონდონის "ტოტენჰემის" ნახევარმცველი დელე ალი, "ემიუს" ფორვარდი ანტონი მარსიალი, "არსენალის" განაპირა მცველი ჰექტორ ბელიერინი და "ლივერპულის" ორი შემტევი: ჯორდონ აიბი და დივოკ ორიჯი. გთავაზობთ "გოლდენ ბოი"-ს ტიტულისთვის მებრძოლ ყველა კანდიდატს: ანტონი მარსიალი ("მანჩესტერი") დელე ალი ("ტოტენჰემი") ჰექტორ ბელიერინი ("არსენალი") ჯორდონ აიბი ("ლივერპული") დივოკ ორიჯი ("ლივერპული") ნათან აკე ("ჩელსი") ზაქარია ბაკალი ("ვალენსია") მარკო ასენსიო ("რეალ მადრიდი") ანხელ კორეა ("ატლეტიკო") კინგსლი კომანი ("ბაიერნი") ჯეისონ დენაიერი ("მანჩესტერ სიტი") დანილო ბარბოსა ("ბრაგა") მუნირ ელ ჰადადი ("ბარსელონა") მაჰმუდ დაჰუდი ("გლადბახი") ანვარ ელ გაზი ("აიაქსი") ფრანცისკო როდრიგესი ("ვოლფსბურგი") გონსალო გედესი ("ბენფიკა") ალენ ჰალილოვიჩი ("ბარსელონა") პიერ ჰიობერგი ("ბაიერნი") კალეჩი იჰენაჩო ("მანჩესტერ სიტი") ადნან იანუზაი ("მანჩესტერ იუნაიტედი") რიკარდო კიშნა ("ლაციო") რუბენ ლოფტუის-ჩეკი ("ჩელსი") ნემანია მაქსიმოვიჩი ("ასტანა") მაქს მეიერი ("შალკე") სერგეი მილიკოვიჩ-სავიჩი ("ლაციო") მარიო პასალიჩი ("ჩელსი") გასტონ პერეირო ("პსვ") მარკო პიეცა ("დინამო ზაგრები") ადრიენ რაბიო ("პსჟ") ალესიო რომანიოლი ("მილანი") რუბენ ნევესი ("პორტო") სანდრო რამირესი ("ბარსელონა") ლუკ შოუ ("მანჩესტერ იუნაიტედი") მოსეს სიმონი ("გენტი") იური ტილემანსი ("ანდერლეხტი") ადამა ტრაორე ("ასტონ ვილა") ადამა ტრაორე ("მონაკო") ტონი ვილჰენა ("ფეინოორდი") ანდრია ზივკოვიჩი ("პარტიზანი")

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები