იუვენტუსმა ჩანს დაუმიზნა


იუვენტუსმა ჩანს დაუმიზნა
ტურინის "იუვენტუსი" "ლივერპულის" ცენტრალური ნახევარმცველით, ემრე ჩანით, დაინტერესდა.

"ბიანკონერის" მიმდინარე სეზონის მეორე ნახევრისთვის მოედნის ცენტრის გაძლიერება სურს და იანვარში, ტომას რინკონის სახით, ერთი მოთამაშე უკვე დაიმატა.

იტალიური გამოცემა "La Stampa" იტყობინება, რომ ახლა "ბებერი ქალბატონის" რადარზე უნივერსალური და ძალიან ნიჭიერი გერმანელი, ემრე ჩანი, მოხვდა.

ჩანის ამჟამინდელი კონტრაქტი მერსესაიდულ გრანდთან 2018 წლის ზაფხულამდეა გათვლილი და "იუვეს" თუ ახლა არაფერი გამოუვა, მის გადაბირებას ზაფხულში ეცდება.

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები