მანჩესტერ იუნაიტედი ბაკაიოკოს უმიზნებს


მანჩესტერ იუნაიტედი ბაკაიოკოს უმიზნებს
"მონაკოს" ცენტრალური ნახევარმცველი, ტემუე ბაკაიოკო, "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესის ქვეშ მოექცა.

ამერიკული გამოცემა "ESPN" იტყობინება, რომ 22 წლის ფრანგი საყრდენი ჟოზე მოურინიოს ერთ-ერთი პრიორიტეტია და "წითელი ეშმაკები" მის გადაბირებას იანვარში ეცდებიან.

ინგლისური გრანდი პოლ პოგბას ღირსეულ მეწყვილეს ეძებს და მასში სწორედ ბაკაიოკოს ხედავს, რომელიც მიმდინარე სეზონში "მონაკოს" ერთ-ერთი ლიდერია.

ახალგაზრდა ფრანგმა 2016/17 წლების კამპანიაში, ყველა ტურნირზე ერთად, 26 მატჩი ჩაატარა და ორი გოლის გატანაც მოახერხა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები