კლოპი: "ვინაიდან სპარტაკის ფეხბურთელები ტრავმირებულნი არიან, არ ნიშნავს, რომ ადვილი მატჩი გველის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კლოპი: "ვინაიდან სპარტაკის ფეხბურთელები ტრავმირებულნი არიან, არ ნიშნავს, რომ ადვილი მატჩი გველის"


კლოპი:

მოსკოვის "სპარტაკისა" და "ლივერპულის" დაპირისპირების წინ კომენტარი მერსესაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააკეთა.

"ვინაიდან სპარტაკს გუნდის უდავო ლიდერი პრომესი და კიდევ რამდენიმე მოთამაშე არ ეყოლება, არ ნიშნავს, რომ ადვილი მატჩი გველის.

ვიცი, რომ პრომესი ძალიან კარგი მოთამაშეა, თუმცა თამაშს მხოლოდ ერთი მოთამაშე ვერ მოიგებს.

მოსკოვში ძალიან რთული მატჩი გველის. ჩვენთვის ამ შეხვედრაში მოგება მნიშვნელოვანი იქნება", - აცხადებს კლოპი.

შეგახსენებთ, რომ მოსკოველებს ამ შეხვედრაში ტრავმის გამო ჯანო ანანიძეც არ ეყოლებათ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები