ჯანო ანანიძის სპარტაკს UEFA-სგან ახალი სანქციები ელის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჯანო ანანიძის სპარტაკს UEFA-სგან ახალი სანქციები ელის


ჯანო ანანიძის სპარტაკს UEFA-სგან ახალი სანქციები ელის

მოსკოვის "სპარტაკს" ფანების გამო მორიგი სანქციები ელის.

"მარიბორისა" და რუსული გუნდის მატჩის დროს ფანებმა მოედანზე მაშხალა ისროლეს, რაც მსაჯს მოხვდა. ამის გამო, ისინი უეფამ 60 000 ევროთი დააჯარიმა.

ასევე, "სპარტაკის" ფანები სტუმრად "სევილიასთან" სტადიონზე არ დაიშვებიან.

ეს ფაქტი, მოსკოველებმა "ლივერპულთან" მატჩის დროს გააპროტესტეს, თუმცა UEFA-ს წესებს კვლავ ასცდნენ.

მათ მოედანზე დიდი ბანერი წარმოადგინეს, სადაც ეწერა: "უეფა მაფია". ასევე, ტრიბუნაზე კვლავ იყო მაშხალები, რაც აკრძალულია.

Sky Sports-ი წერს, რომ რუსულ გუნდს ახალი სანქციები ელის.

ჯანო ანანიძის სპარტაკს UEFA-სგან ახალი სანქციები ელის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები