მერებაშვილი: "გოლის გასატანად იღ​​ბალი დაგვაკლდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მერებაშვილი: "გოლის გასატანად იღ​​ბალი დაგვაკლდა"


მერებაშვილი:

საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე უელსთან 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ კომენტარი ჩვენი ნაკრების შემტევმა გიორგი მერებაშვილმა გააკეთა.

"გოლის გასატანად იღ​​ბალი დაგვაკლდა. გამოჩნდა, რომ ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის და გაშვებული გოლის შემდეგ შეტევებსაც მოვუმატეთ.

წავაგეთ, თუმცა ბოლო თამაშებში გამოჩნდა, რომ ნაკრები უმატებს, ერთპიროვნული აუტსაიდერი არცერთ გუნდთან არ ვართ, მითუმეტეს, საშინაო შეხვედრებში.

რაც შეეხება სერბეთთან მატჩს, სტუმრად წარმატების მიღ​​წევის შანსი გვაქვს. მათი სახით ძლიერი მეტოქე გვეყოლება, თუმცა შევეცდებით, მინიმუმ ქულა მოვიპოვოთ", - აცხადებს მერებაშვილი.

საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩი სერბეთსა და საქართველოს შორის, 9 ოქტომბერს ჩატარდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები