დე ლაურენტისი: "მერტენსს შეუძლია ჩვენი კრიშტიანუ რონალდუ გახდეს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დე ლაურენტისი: "მერტენსს შეუძლია ჩვენი კრიშტიანუ რონალდუ გახდეს"


დე ლაურენტისი:

"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა აღნიშნა, რომ მისი კლუბი ნახევარმცველ დრის მერტენსის გასხვისებას არ აპირებს.

ნეაპოლელთა ხელმძღვანელის თქმით ბელგიელი თავადაც არ მოინდომებს წასვლას.

"მერტენსს შეუძლია ჩვენი კრიშტიანუ რონალდუ გახდეს", - ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Gazzetta dello Sport.

"ფული, რომლის შემოთავაზებაც სხვა კლუბებს შეუძლიათ, შეგვიძლია ჩვენც მივცეთ მას. ამიტომაც რა მნიშვნელობა აქვს მისთვის გუნდის შეცვლას?", - დასძინა იტალიური კლუბის ბოსმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები